Saturday, July 9, 2011

სასწავლო პროექტის გეგმა

პროექტის სახელწოდება:
თამარ მეფე

პროექტის მთავარი იდეა:
მოკლე ბიოგრაიული და ისტორიული ცნობის მოძიება თამარ მეფის შესახებ.

პროექტის აქტუალობა:
პროექტი აქტუალურია იმით, რომ მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას წყაროებზე დაყრდნობით თამარ მეფის შესახებ,მისი ეპოქის შესახებ.თუ როგორი იყო მისი მეფობის დროს სახელმწიფო მმართველობის ფორმები.როგორ საშინაო და საგარეო პოლიტიკას ატარებდა და როგორი დამოკიდებულება ქონდა მას საზოგადოების სხვადასხვა ფენასთან.

პროექტის მიზნები:
პროექტის მიზანია რომ მოსწავლეებმა გამოიკვლიონ თუ როდის მოღვაწეობდა თამარ მეფე.ვინ იყო მისი შთამომავალი და წინაპარი,რამდენი წელი მართავდა საქართველოს,რა გააკეთა ან რა მოხდა მისი მეფობის პერიოდში მნიშვნელოვანი და რომელ ცნობილ ომებში მიუღია მონაწილეობა,ასევე აღნიშნულ მასალას თან უნდა დაურთონ ფოტო/ვიდეო მასალა.

მონაწილეთა ასაკი:
12–15

ვადები/ხანგრძლივობა:
1-თვე.

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:
შეიქმნება ბლოგი პროექტის შესახებ ,სადაც განთავსდება მოპოვებული  მასალა პროექტთან დაკავშირებული.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
ფოტო მასალა,წყაროები,რუკები,ვიდეო და აუდიო მასალა,ინტერნეტი.
პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):
თემის არჩევის შემდეგ მოსწავლეები იყოფიან და იღებენ ინდივიდუალურ დავალებებს ირჩევენ გამოსაკვლევ,დასამუშავებელ თემებს.
ასარჩევი თემები:
1.თამარ მეფე როგორც ქალი.
2.თამარ მეფე როგორც პოლიტიკური მოღვაწე.
3."ოქროს ხანა".
4.ბასიანის ბრძოლა.
5.შამქორის ბრძოლა.
6.ვარძიის სამონასტრო კომპლექსი.
ტემების არჩევის სემდეგ,ჯგუფში ირჩევენ ლიდერს რომელიც გააკონტროლებს თითოეული პროექტის მონაწილის მუშაობას.თემების დამუშავების შემდეგ მოსწავლეები წარადგენენ მოძიებულ  მასალას და იწყებენ პრეზენტაციას.თითოეული მონაწილის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ იწყება დისკუსია. კითხვა პასუხის რეჟიმის დასრულების შემდეგ ვიწყებ პროექტის შემაჯამებელ შეფასებას.შეფასების  ძირითადი კრიტერიუმები:კვლევა, ენობრივი გამართულობა, პრეზენტაცია.

საგნებთან/საგნობრივ ჯგფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
გეოგრაფია-მოსწავლეები გაეცნობიან თუ რა ტერიტორიები იყო თამარ მეფის დროს  საქართველოს შემადგენლობაში.
ხელოვნება-მოსწავლეები გაეცნობიან თუ როგორ იხატებოდა ეკლესია-მონასტრები თამარის  დროს.ვინ იყვნენ თამარის დროინდელი მხატვრები და რა მასალა გამოიყენებოდა.

პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი)ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:
anamushkudiani@gmail.com

პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:
anamushkudiani.blogspot.com